Sunday, May 15, 2011

SMS-ის ტექნიკური დეტალები


ფუნქციონირება 

ოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისის ფუნქციონირება შემდეგი სახით ხდება: შეტყობინებები იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისის ცენტრში (SMSC), რომელიც, თავის ხრივ, გადასცემს მას ადრესატს. თუკი ადრესატი მიუწვდომელია, შეტყობინებები ინახება ცენტრში და მოგვიანებით იგზავნება. ზოგ SMS ცენტრს შეტყობინებათა შენახვის ფუნქცია არ გააჩნია. მომხმარებელს საშუალება აქვს მოითხოვოს ასევე შეტყობინების გადაცემის მოხსენება, რომელიც ამცნობს მას SMS-ის ადრესატამდე მისვლის ფაქტს.
იმისათვის, რომ ტელეფონმა შეძლოს SMS-ის მიღება/გაგზავნა საჭიროა მიეთითოს მობილური კავშირის SMS ცენტრის ნომერი. უმეტეს შემთხვევაში ეს ნომერი უკვე ჩაწერილია SIM ბარათზე და ხელით მისი ჩაწერა აღარაა საჭირო.
შემომავალი შეტყობინებები ინახება სპეციალურ სიაში, რაც მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში მათი ხელახალი გადაკითხვს საშუალებას აძლევს. ზოგიერთი მოდელის ტელეფონი ამ სიას SIM-ბარათზე იახავს და ამდენად, შენახულ შეტყობინებათა რაოდენობა შეზღუდული აქვს . უფრო თანამედროვე მოდელები შეტყობინებებს აპარატის მეხსიერებაში ინახავენ და ამ შემთხვევაში, მათი რიცხვი ტელეფონის მეხსიერებაზეა დამოკიდებული. არსებობს ასევე ცალკე სიები მიღებული და გასაგზავნი შეტყობინებებისათვის.
მობილურ ტელეფონზე შეტყობინების ასაკრებად, როგორც წესი, გამოიყენება ტელეფონის ციფრული კლავიატურა. ტექსტის დაწერა ხორციელდება კლავიშზე რამდენჯერმე დაჭერით საჭირო ასოს აკრებამდე. ზოგიერთი მოდელის ტელეფონებს ანბანურ-ციფრული კლავიატურა გააჩნიათ, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს ტექსტის დაწერას.

ტექსტის ზომა 

                                                            
ტექსტი შეიძლება შედგებოდეს ანბანურ-ციფრული სიმბოლოებისგან. GSM-ის სტანდარტით შეტყობინების მაქსიმალური ზომა 140 ბაიტია. აქედან გამომდინარე, 7-ბიტიანი კოდირების გამოყენებისას (ლათინური ანბანი და ციფრები) შესაძლოა 160 ნიშნიანი შეტყობინების გაგზავნა. 8-ბიტიანი კოdირების შემთხვევაში (გერმანული, ფანგული ენა) 140 სიმბოლოთი შედგენილი ტექსტის გაგზავნაა შესაძლებელი, ხოლო 16 ბიტიანი კოდირება (ჩინური, არაბული, რუსული და ა.შ) ერთი სმს-ით მხოლოდ 70 სიმბოლოს გაგზავნის საშუალებას იძლევა.
სტანდარტში ასევე გათვალისწინებულია სეგმენტირებული შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობა. ამგვარად, მომხმარებელს გრძელი ტექსტის გაგზავნის საშუალება ეძლევა. ხშირად სატელეფონო აპარატები შეტყობინებათა სეგმენტების რაოდენობას თავად ზღუდავენ (3 ან 5 სეგმენტი). ზოგ აპარატს კი სეგმენტირების ამგვარი შესაძლებლობა საერთოდ არ გააჩნია, ამგვარი აპარატები თითოეულ მიღებულ სეგმენტს ცალკე შეტყობინების სახით აჩვენებს. ჩვეულებრივ, თითოეული სეგმენტიის ფასი იგვეა რაც ცალკე შეტყობინების.
საქართველში SMS-ები ძირითადად ლათინური ასოებით იწერება. ამის მიზეზია ის, რომ აპარატთა უმრავლესობას არ გააჩნია ქართული უნიკოდის მხარდაჭერა. თუმცა ასეთი მხრდაჭერის არსებობის შემთხვევაშიც ლათინური ასოების მოხმარების უპირატესობა ის არის, რომ ამ დროს უფრო მეტი სიმბოლოს გამოყენებაა შესაძლებელი და, ამგვარად, უფრო გრძელი შეტყობინების გაგზავნა.
ინგლისურენოვან ქვეყნებში სიმბოლოთა ეკონომიის მიზნით ხშირად იყენებენ აბრევიაციებს, სილაბოგრამებს, კონსონანტურ ჩონჩხს და ა.შ. აქედან გამომდინარე ენათმეცნიერებში სულ უფრო ხშირია საუბარი მეტყველების ახალი ტიპის, ე.წ. SMS მეტყველების აღმოცენების შესახებ.

მობილური მარკეტინგი 

  დღეისთვს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მობილური მარკეტინგი, რაც გულისხმობს მოკლე ტექსტური შეტყობინებების მასიურ დაგზავნას. ამ ხერხს ხშირად მიმართავენ კომპანიები თავიანთ კლიენტებთან ურთიერთობისათვის, მათთვის ახალი სერვისების შესათავაზებლად და ა.შ.

No comments:

Post a Comment