ალექსანდრე გრეჰემ ბელი
(1847 – 1922)
გამოჩენილი მეცნიერი, ინჟინერი და გამომგონებელი. სწორედ მას მიეწერება პირველი ტელეფონის გამოგონება..
“ადამიანი, როგორც წესი ისაა, თუ რას შექმნის საკუთარი თავისგან. განსაკუთრებული არავინ იბადება.”
“რაში მდგომარეობს ეს ძალა არვიცი; რაც ვიცი, სულ ისაა, რომ ის არსებობს და მხოლოდ მაშინაა ხელმისაწვდომი, როცა კაცის გონების მდგომარეობა იმ ფაზაშია, როცა იცის რა უნდა სრული სიმტკიცე აქვს საქმე არ მიატოვოს, სანამ არ მორჩება”
“ზოგჯერ ისე დიდხანს ვუყურებთ კარებს, რომელიც იხურება, რომ ძალიან გვიანღა ვამჩნევთ სხვა გაღებულ კარებს”
“დიდი აღმოჩენები და გაუმჯობესებები, უცვლელად მოიცავს დიდი გონებების თანამშრომლობას. მე შეიძლება დამაჯილდოვეს ბილიკის გაკვალვისთვის, მაგრამ როცა საბოლოო განვითარებას ვუყურებ, ვფიქრობ რომ ეს მიღწევა უფრო სხვებისაა ვიდრე ჩემი”
“დიდი აღმოჩენები და წინსვლები მხოლოდ ერთი გონების ნაყოფი არ არის.”
“მთელი შენი ფიქრების კონცენტრაცია მოცემულ სამუშაოზე. მიმართე; მზის სხივები იქამდე არ დაწვავენ საგანს, ვიდრე ფოკუსი ბოლომდე არ გასწორდება”
“ის ერი, რომელიც ჰაერის კონტროლს უზრუნველყოფს, საბოლოოდ მსოფლიოს გააკონტროლებს”
“ამერიკა გამომგონებლების ქვეყანაა და ყველაზე დიდი გამომგონებლები ჟურნალისტები არიან”
“დიდი აღმოჩენები და წინსვლები მხოლოდ ერთი გონების ნაყოფი არ არის.”
წარმომავლობა: ალექსანდრე ბელი დაიბადა 1847 წლის 3 მარტს შოტლანდიაში, ედინბურგში.
მამამისი პროფესორი ალექსანდრე მელვილ ბელი იყო. მას ორი ძმა ჰყავდა და ორივე მათგანი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით.
მისი პირველი სახელი “ალექსანდრე” იყო, მაგრამ 10 წლის ასაკში მამას სთხოვა რომ მისთვის მეორე სახელი (როგორც მისი 2 ძმისთვის) “გრეჰემი” მიეცა, რაზეც თანხმობა მიიღო. თუმც ახლო ნათესავები და მშობლები მას “ალეკს” ეძახდნენ მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში.
პირველი გამოგონება: ჯერ კიდევ ბავშვობაში ალექსანდრე ბელი დიდ ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებდა; ის აქუჩებდა ბოტანიკურ ნიმუშებს და სხვადასხვა ექსპერიმენტებს ატარებდა. მან 12 წლის ასაკში საკუთარი ხელით შექმნა ხელსაწყო (რომელიც მბრუნავი პედლებისგან და ფრჩხილების ჯაგრისისგან იყო აწყობილი) რომელიც წისქვილში ხორბლის ადვილად გამორჩევას (გამომარცვლას) შეუწყობდა ხელს.
ბელმა ბავშობიდანვე დიდი ნიჭი გამოიჩინა ხელოვნებაში, პოეზიაში და მუსიკაში. მან თავისით, ყოველგვარი მუსიკალური განათლების გარეშე, ისწავლა პიანინოზე დაკვრა და ოჯახის პიანისტი გახდა. ბელი დიდად განიცდიდა დედის სიყრუეს (დედამისი თანდანობით დაყრუვდა როცა ალექსანდრე 12 წლის იყო). მან შეისწავლა ნიშნების ენა რათა დედასთან უკეთ ურთიერთობა შესძლებოდა. ბელმა ასევე განავითარა თავისებური ტექნიკა: ის ნათელი, შეცვლილი ხმის ტემბრით ლაპარაკობდა დედის შუბლთან ახლოს, რიდ შედეგადაც ქალბატონ ბელს შეეძლო შვილის ხმა გაეგონა.
ორატორთა ოჯახიდან: ბელის ოჯახს ყოველთვის კავშირი ჰქონდა ორატორობის ხელოვნებასთან. მისი ბაბუა, ბიძა და მამა ორატორისტები იყვნენ. ბელის მამამ რამდენიმე ნაშრომი გამოსცა ორატორობის ხელოვნებაზე, მათ შორის დღესაც საკმაოდ ცნობილი “The Standard Elocutionist”. ეს ნაშრომი 168 ბრიტანულმა გამოცემამ გამოუშვა და მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი 250 000 ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
განათლება: ალექსანდრე, თავიდან მისი ძმების მსგავსად სასკოლო განათლებას სახლში იღებდა. თუმცა ის მალევე შეიყვანეს ედინბურგის უმაღლეს სამეფო სკოლაში, რომელშიც მან მხოლოდ 4 წელი ისწავლა და 15 წლის ასაკში დატოვა ის. მისი სასკოლო ჩანაწერები ძალზედ ჩვეულებრივი იყო, გამოირჩეოდა რა ხშირი გაცდენებითა და უღიმღამო ნიშნებით. მისი ძირითადი ინტერესი მეცნიერება იყო, განსაკუთრებით ბიოლოგია. სხვა საგნებს კი გულგრილად ეკიდებოდა მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა.
სკოლის დატოვების შემდეგ ახალგაზრდა ბელი ლონდონში გაემგზავრა ბაბუასთან საცხოვრებლად. მან ბაბუასთან ერთი წელი გაატარა. მასთან საუბრებში და დისკუსიებში ბევრი რამ გაიგო და სწავლის სიყვარულიც დაებადა.
16 წლის ბელმა “მოსწავლე-მასწავლებლის” თანამდებობა მიიღო უისტონის აკადემიაში, შოტლანდიაში. ის მიღებული იქნა როგორც მოსწავლე (ბერძნული და ლათინური ენების შესასწავლად), ისე მასწავლებელი – ის თვითონაც ატარებდა გაკვეთილებს და ხელფასად 10 ფუნტს იღებდა.
შემდეგ წელს, მან ედინბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მის უფროს ძმას მელვილს შეუერთდა.
ოჯახის ტრაგედია: 1865 წელს, როდესაც ბელის ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, თვითონ ბელი დარჩა ასისტენტად და თავისუფალ დროს ბგერაზე ექსპერიმენტებს უთმობდა. მან ტელეგრაფის ხაზიც გაიყვანა რომელიც მის ოთახს და სომერსეტის კოლეჯში მცხოვრებ მეგობარს აკავშირებდა.
მაგრამ, ალექსანდრეს ჯანმრთელობა თანდათანობით უარესდებოდა, ბევრი მუშაობის და გადაღლილობის გამო. მასაც ისეთივე სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა როგორც მის ძმებს. მალევე ოჯახის კრიზისიც დაიწყო: ჯერ მისი უმცროსი ძმა (ედვარდი) გარდაიცვალა 1867 წელს ტუბერკულოზით და 1870 წელს უფროსი ძმა მელვილიც იმავე ავადმყოფობას შეეწირა. და ამასობაში მამის, დიდი ალექსანდრე ბელის, ჯანმრთელობაც უარესდებოდა.
კანადა: 1870 წელს, ბელების ოჯახმა (მათ შორის ალექსანდრეს ძმის(მელვილის) ქვრივმაც) ინგლისი დატოვა და კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახმა ონტარიოში საკუთარი რანჩო შეიძინა. 23 წლის ალექსანდრემ საკუთარი სახელოსნო მოაწყო და ბგერაზე ექსპერიმენტები განაგრძო. მის სუსტ ჯანმრთელობას იქაური კლიმატი მოუხდა. მან პიანინო შექმნა რომელსაც ელექტროენერგიის საშუალებით შეეძლო შორ მანძილზეც კი გადაეცა ბგერა, ხმა. მან ასევე შეისწავლა მოჰავკების (ინდიელთა ტომის) ენა და თარგმნა (ეს თარგმანი არ იყო წერილობითი, არამედ ის იყო შესრულებული “ნიშნების ენაზე”). ამ დამსახურებისთვის, მოჰავკების ტომმა მას საპატიო ბელადის წოდება მიანიჭა. ბელმა ამ ცერემონიაში (რომელშიც ტრადიციული ცეკვებიც შედიოდა) მოჰავკების ტანისამოსში გამოწყობილმა მიიღო მონაწილეობა.
ტელეფონის გამოგონება: 1874 წლისთვის, ბელის დაწყებული მუშაობა ჰარმონიულ ტელეგრაფზე მთავარ ფაზაში იყო შესული. ის მის ახალ ბოსტონის ლაბორატორიაში და ასევე კანადაში (მის სახლში მოწყობილ სახელოსნოში) წარმატებით ახორციელებდა ცდებს.
1875 წლის მარტში, ბელი ცნობილ მეცნიერ ჯოუზეფ ჰენრის ესტუმრა და სთხოვა რჩევა მიეცა მრავალ_მავთულიან ელექტრო აპარატთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც ბელი ტელეგრაფით ადამიანის ხმის გადაცემას იმედოვნებდა. ჰენრიმ უთხრა რომ მას თავად შეეძლო ამ საკითხის გადაწყვეტა. ალექსადრემ უპასუხა რომ მას საკმარისი ცოდნა აკლდა ამისათვის. “მაშინ შეიძინე ეს ცოდნა” კვლავ უპასუხა ცნობილმა მეცნიერმა. ამ ნათქვამმა ბელი გაამხნევა რომ არ გაჩერებულიყო და ცდები გაეგრძელებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ბელს საკმარისი ფინანსები არ ჰქონდა ცდებისათვის. მაგრამ მან მალევე მოახერხა დაფინანსების მიღება და ასისტენტად გამოცდილი ინჟინერი- მექანიკოსი ტომას უოტსონი აიყვანა. ისინი აკუსტიკურ ტელეგრაფზე ატარებდნენ ცდებს. 1875 წლის 2 ივნისს, უოტსონმა შემთხვევით ერთ-ერთი მავთული გამოსწია და ხაზის მეორე ბოლოში მყოფმა ბელმა ბგერები გაიგონა; ბგერები რომლებიც საჭირო იყო საუბრის, ხმის გადასაცემად. ამან ბელს დაანახა, რომ ბგერის გადასაცემად, რამდენიმე კი არა, არამედ ერთი მავთულიც საკმარისი იქნებოდა. სწორედ ამას მოჰყვა ტელეფონის შექმნა.
ბელს პრობლემები შეექმნა ტელეფონზე პატენტის მიღებისას. მას იდეების მოპარვას აბრალებდნენ. თუმცა საბოლოოდ სწორედ მას დაუმტკიცეს ეს პატენტი და დღეს ტელეფონის გამოგონება სწორედ ალექსანდრე გრეჰემ ბელს მიეწერება.
პირველი სიტყვები: პირველი სიტყვები რომელიც ტელეფონით ითქვა, ეკუთვნის თავად ბელს. ის და მისი ასისტენტი სხვადასხვა ოთახში იყვნენ და ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ერთ-ერთი ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა და სატელეფონო ხაზზე ბელმა წარმოთქვა, შემდგომში უკვე ყველასთვის ცნობილი სიტყვები: “მისტერ უოტსონ, მოდით აქ, თქვენი ნახვა მსურს”
პერსონალური ცხოვრება: ბელი, მისი საკუთარი სატელეფონო კომპანიის შექმიდან რამდენიმე დღეში, 1877 წლის 11 ივლისს დაქორწინდა 19 წლის მაბელ ჰაბარდზე. მაბელი ახალგაზრდობაში დაყრუვებულიყო წითელას გამო. ის ბელის ერთ-ერთი მოსწავლე იყო, როდესაც ის სმენა-დაქვეითებულებთან მუშაობდა და ასწავლიდა. მათ 4 შვილი, 2 ქალიშვილი (ელსი და მარიანი) და ორი ბიჭი (ედვარდი და რობერტი) შეეძინათ.
ჯილდოები და მემკვიდრეობა:
ბელმა უამრავი ჯილდო და წოდება (სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგაც) მიიღო. მას ისე ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან (რათა მისთვის საპატიო წოდება მიენიჭებინათ), რომ ეს უკვე დამღლელიც კი გახდა მისთვის. 1997 წელს, ბელის დაბადების 150 წლის თავი, შოტლანდიის ბანკმა ბელის გამოსახულებიანი 1 ფუნტიანი ბანკნოტების გამოშვებით აღნიშნა.
ბელის სახელი აქვს მინიჭებული სხვადასხვა ქუჩებს თუ ადგილებს მთელს მსოფლიოში. 2002 წელს “BBC” –ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ცნობილი მეცნიერი 57-ე ადგილზე გავიდა 100 უდიდეს ბრიტანელს შორის. ის ასევე შესულია 10 უდიდეს კანადელს და 100 უდიდეს ამერიკელთა სიაში.
და, ასევე, მას ძეგლი დაუდგეს ქალაქ ონტარიოში .
ტრივია ბელი 1922 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა დიაბეტით. მისი დაკრძალვის პროცესიის დროს “ყველა ტელეფონი, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, დადუმებულ იქნა იმ კაცის საპატივსაცემოდ რომელმაც კაცობრიობას შორი მანძილიდან კომუნიკაციის საშუალება მისცა”.
კარგი სტატიაა,
ReplyDelete