Wednesday, March 30, 2011

სტატისტიკა

 21-ე საუკუნეს "ინფორმაციის საუკუნეს" უწოდებენ, დღეს ადამიანები გამუდმებით ცვლიან ინფორმაციას სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით, მათ შორის კი ტელეფონი ყველაზე მარტივი, კონფორტული და მობილური საშუაlებაა, ის შესაძლებლობას გვაძლევს თავისი მოხერხებული აპარატურის წყალობით, რომ მუდამ თან ვატაროთ და აქტიურად მივიღოთ სასურველი ინფორმაცია,სასურველ დროს. სწორედ ამიტომაა, რომ თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობა ტელეფონს ფლობს და მუდამ თან ატარებს, რადგან მას ინფორმაციის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
 მობილურ ტელეფონს იყენებენ მოხუცებიც და ბავშვებიც, მას იყენებენ უდიდეს ქალაქებში და სოფლებშიც კი. სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებენ იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტელეფონს ადამიანთა ცხოვრებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მობილურის ყველაზე აქტიური მომხმარებლები ახალგაზრდები არიან 
მობილურ ტელეფონს იყენებს 1.600. 000. 000 ახალგაზრდა.
ყოველწლიურად ისინი მობილურ კავშირში ხარჯავენ 330.000.000.000 დოლარს, რაც 12-ჯერ მეტია, ვიდრე მთელს მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული თანხა.
ბოლო ორ წელიწადში ევროპაში მობილურის მომხმარებელთა რიცხვი 11 მილიონით გაიზრდება, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით 270 მილიონით.


ყველაფერს და მათ შორის რათქმაუნდა ტელეფონსაც, აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები.ძალიან კარგია და მისასალმებელია ის ფაქტი რომ ტელეფონი საშუალებას გვაძლევს უსწრაფესად გავცვალოტ ინფორმაცია სასურველ მომენტში, მაგრამ აქ არის მეორე მხარეც,ტექნოლოგიის განვითარება ხელს უშლის პირად ურთიერთობებს,ადამიანებს ტელეფონით ურთიერთობის შემდეგ თითქოს აღარ აქვთ პირადი ურთიერთობის სურვილიც კი, ამიტომ გაცივდა ადამიანთა ურთიერთობა, ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია.

No comments:

Post a Comment