Samsung-მა და Cricket-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი მობილური შექმნეს
კომპანიამ Samsung და ქსელის ოპერატორმა Cricket რეკორდის ხათრით ძალები გააერთიანეს და ასე გაჩნდა ჩიკაგოში მსოფლიოში ყველაზე დიდი და რაც მთავარია მუშა მობილური ტელეფონი.
Samsung Messager-ის გადიდებული კოპია ისევე ფუნქციონირებს, როგორც მისი ორიგინალი – შეიძლება დარეკვა და შეტყობინების გაგზავნა. ზომები კი შემდეგნაირად გამოიყურება: 11 х 15 ფუტი (3,3 х 4,5 მ). ჯიბის სლაიდერს CDMA ქსელში მუშაობა შეუძლია, აღჭურვილია 2.1-დიუმიანი ეკრანით, 1.3 მპ კამერით, Bluetooth, 20 მბ მეხსიერებით და სლოტით microSD.
გინესების რეკორდების წიგნის წარმომადგენლები არ დარჩენილან გულგრილნი და ეს გიგანტური აპარატი რეკორდების წიგნში შევიდა.
წყარო: phonearena.com
No comments:
Post a Comment