Monday, April 25, 2011

მობილური ტელეფონის აპარატი ( გაიგე,რა როგორ მუშაობს! )

   ტელეფონით საუბარი დისტანციურად საუბარს ნიშნავს!ჩვენი სიტყვები 0-ითა და 1-ით შედგენილ ორობით კოდებად იქცევა და კომპიუტერის მიერ არჩეულ რთულ გზას მიუყვება: ისინი მთებს და ოკეანეებს გადაივლიან...

   ნაწილები:
1) მობილური ტელეფონი საკუთარ ენერგიის წყაროს და ანტენას მოიცავს.
2)მიკროფონის მემბრანის ვიბრაცია ხმასა და სიტყვებს ელექტრონად გარდაქმნის.
3)ელექტრონი ორობითი კოდით დაშიფრულ ფრაზებად გარდაქმნის.
4)მოდულატორი ანტენას წამში 100-მდე ფრაზის ნაწყვეტს უგზავნის.
5)ანტენა ამ ციფრულ მონაცემებს გამოსცემს.
6)ანტენა მიღებულ ციფრულ მონაცემებს ელექტრულ კომპონენტებს გადასცემს.
7)მონაცემები ელექტროენერგიად გარდაიქნება...დინამიკის მემბრანა აღადგენს სიტყვებს


                                                                                                                                                                   
ბარათი -  ერთგვარი ჩიპია,რომელშიც მომხმარებლის მიერ ჩაწერილი ინფორმაციები ინახება:  კონფიდენციალური კოდი,კონტაქტების სია... ეს ერთგვარი უსაფრთხოების საკეტია
                                                                                                                                                                    


დაკავშირება:          
1)კლავიატურაზე ნომრის აკრეფისას იგი ოპერატორს კომპიუტერის ტალღების საშუალებით გადაეცემა
2)კომპიუტერი ადრესატს  SIM  ბარათზე ჩაწერილი ინფორმაციების მიხედვით ადგენს და ზარს განახორციელებს
3)როდესაც ადრესატი ყურმილს იღებს,კომუნიკაცია იწყება...
4)ზარის დამთავრებისას კომპიუტერი დროის ამთვლელს თიშავს და თარიღს,საათს და ნომერს მეხსიერებაში ინახავს

Wednesday, April 13, 2011

სტატია "Cambridge Journals"- დან

Telephone goodbyes
Herbert H. Clark and J. Wade French (1981).


Language in Society, Volume 10,

Issue 01, April 1981 pp 1-19


http://journals.cambridge.org/action/displayAbstract?aid=2989748

პირველი ტელეფონი და მობილურით აკრებილი რომანი

პირველი ტელეფონი 1876 წელს, ალექსანდრ ბელმა აშშ-ში დააპატენტა. მას "მოლაპარაკე ტელეგრაფს" ეძახდნენ. პირველი საერთაშორისო საუბარი ნიუ-იორკსა და ლონდონს შორის, ტრანსოკეანური სატელეფონო კაბელის მეშვეობით 1927 წელს შედგა. მობილური ტელეფონის გამოგონებამ ჩვეულებრივი აპარატი ყველას დაავიწყა. მობილური უფრო პრაქტიკული აღმოჩნდა და საოცრად პოპულარულიც გახდა.


1983 წლის 6 მარტს გაყიდვაში პირველი პორტატული ფიჭური ტელეფონი კომპანია "მოტოროლამ" გამოუშვა. მის დამზადებაზე 100 მლნ დოლარი დაიხარჯა. პირველი ტელეფონი 794 გ იწონიდა და 3.995 დოლარი ღირდა. ფიჭური ტელეფონების შექმნის იდეა პირველად 1946 წელს გაჩნდა. სატელეფონო კომპანიამ ტელეფონისა და რადიომიმღების "შეჯვარებით" პირველი გადასაადგილებელი ტელეფონი დაამზადა. მას ძირითადად, მძღოლები იყენებდნენ. 12 კგ-იანი აპარატი საბარგულში მონტაჟდებოდა, კაბელით მასზე მიერთებული ყურმილი - სალონში, ხოლო ანტენა - საბარგულზე. 1978 წელს ნიუ-იორკის 545 კლიენტს უკვე ჰქონდა ასეთი აპარატი, შემდეგ მობილური ტელეფონი სატარებლად უფრო მოსახერხებელი გახდა და 1990 წელს 11 მლნ ადამიანის ჰქონდა ფიჭური ტელეფონი (2007 წლის მონაცემებით, მობილურების მფლობელთა რიცხვი 2,15 მლრდ-მდე გაიზარდა).


დღეს მობილური ტელეფონით ვერავის გააკვირვებ. ცოტა ხნის წინ კანში გამართულ მილიონერების აუქციონზე შვედურმა კომპანიამ ყველაზე ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი PICE UNIQUE გამოიტანა. ოქროთი ხელნაკეთი აპარატი ბრილიანტებითაა გაფორმებული. იგი ერთ-ერთმა ბიზნესმენმა 1,2 მლნ დოლარად შეიძინა.


დაბოლოს, სტატისტიკის მიხედვით, კორეელი თინეიჯერი წელიწადში 20 ათას სმს-ს გზავნის (დღეში დაახლოებით, 60-ს); მრავალ ქვეყანაში ოპერატორები აბონენტებს მობილურებით აცნობებენ მოსალოდნელი საფრთხის (შტორმი, მიწისძვრა) შესახებ; იაპონელებმა მობილური ტელეფონით რომანების წერა დაიწყეს - 2007 წელს ათი გაყიდული რომანიდან ხუთი მობილურზე იყო აკრებილი; ესტონეთში კი არჩევნებზე ხმის მიცემა უკვე ტელეფონის მეშვეობითაც შეიძლება.


ჟურნალი ”გზა”

ტელეფონის აპარატი

Q სატელეფონო კავშირგაბმულობის სისტემის მოწყობილობა,რომლის დანიშნულებაა სამეტყველო ინფორმაციის გადაცემა და მიღება.ტელეფონის აპარატი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: საკომუტაციო-გამოსაძახებელი და სალაპარაკო, რომელიც უზრუნველყოფს მეტყველების მიღებასა და გადაცემას.ტელეფონის აპარატის საკომუტაციო მოწყობილობის აგების პრინციპი განისაზრვრება მომსახურე ტელეფონის სადგურის ტიპის მიხედვით. თელეფონის აპარატის მოწყობილობის სქემა სეიცავს გამოსაძახებელ და სალაპარაკო მოწყობილობას, ბერკეტულ გადამრთველსა და ნომერამკრეფს. თელეფონის აპარატის ყურმილსი მოთავსებულია მიკროფონი და ელექტრო მაგნიტი. თელ-ის აპარატის ტრანსფორმატორი განაცალკევებს მიკროფონის კვების წრედს ტელეფონის ცვლადი დენის წრედისაგან და ბალანსური კონტურის სასუალებიტ მნისვნელოვნად ამცირებს საკუტარი ლაპარაკის სმენადობას.გამოსაძახებელი მოწყობილობაა ცვლადი დენის პოლარიზებული ზარი,რომელიც სეერთებულია ხაზტან,როდესაც ყურმილი დევს ბერკეტულ გადამრთველზე  ნომერამკრეფი იმპულსური კონტაქტით თიშავს და აერთებს ტელეფონში გამავალი დენის წრედს და ხაზში წარმოქმნის აკტეფილი ციფრის შესაბამისი რაოდენობის დენის იმპულსებს.

ტელეფონია (L lit. "Avtomaticheskie cictemi kommutacii" avtor; o.h. ivanovoi.)

ტ ე ლ ე ფ ო ნ ი ა  არის მეცნიერებისა და ტექნიკის დარგი, რომელიც შეისწავლის სატელეფონო კავშირგაბმულობის ეორიას და ქმნის (ამუშავებს) კავშირგაბმულობის ტექნიკურ საშუალებებს. ტელეფონია მოიცავს ტელეგრაფიკის,კომუტაციის ავტომატური სისტემების,სიგნალების გადაცემის,მრავალარხიანი კავშირგაბმულობის,კავშირგაბმულობის ხაზებისა და სხვათა თეორიას.


 ტელეგრაფიკის თეორიის საგანია ინფორმაციის განაწილების სისტემებში გამოძახების ნაკადთა მომსახურების პროცესის რაოდენობრივი შეფასება.ამასთან განიხილავს სატელეფონო დატვირთვასა და მის გაანგარიშებას,მომსახურების ხარისხს,დანაკარგს სესტემებში,მაერთებელი მოწყობილობისა და ხაზების ანგარიშს.შეტყობინების თეორიის მათემატიკური მოდელირების ამოცანებსა და სხვ.
Kკომუტაციის ავტომატური სისტემების თეორია შეისწავლის ტელეფონიის ფიზიკურ საფუძვლებს.გარდამქმნელების(მიკროფონი,ტელეფონი) გაანგარიშებასა და კონსტრუირებას,ავტომატური კომუტაციის,კვანძების საკომუტაციო სისტემებისს და მმართველი მოწყობილობის აგების ქრინციპებს,მმართველი და სახაზო სიგნალების გადაცემის მეთოდებს,ტელეფონის სადგურის ტექნიკური ექსპლოატაციის საკითხებს და ა.შ.
 კავშირგაბმულობის ქსელების თეორიაში განიხილება ქსელის აგების,ინფორმაციის ნაკადის განაწილების,მისი დინამიური მართვის, ქსელების ოპტიმალური სტრუქტურის შერჩევის,კვანძწარმოქმნის  პრინციპების,ინტეგრირებული კავშირგაბმულობის ქსელის შექმნის,კომუტაციის სისტემის შედარებიდა და ანალიზის საკითხები.
სიგნალების გადაცემის თეორია შეისწავლის კავშირგაბმულობის არხებით ინფორმაციის გადაცემის ზოგად სტატიკურ კანონზომიერებებს,სიგნალების გადაცემისა და მირების ხერხების პოტენციურ შესაძლებლობებს,სიგნალების კოდირებისა და დაბრკოლებამდგრადობის მეტოდებს,უწყვეტი შეტყობინების გადაცემის საკითხებს და სხვ.
M მრავალარხიანი კავშირგაბმულობის თეორია სწავლობს კავშირგაბმულობის ხაზების შემჭიდროების პრინციპებს,მრავალარხიან აპარატურასა და სხვა.
კავშირგაბმულობის ხაზების სესწავლის საგანია საქალაქთაშორისო,საქალაქო და სასოფლო კავშირგაბმულობის ხაზების აგების პრინციპები,კავშირგაბმულობის საკაბელო ხაზების კონსტრუიტება და ელექტრული მახასიატებლები,მიმმართველ სისტემებსი (კაბელში,ტალრასატარში) ელექტრომაგნიტური სიგნალების გავრცელების საკითხები და სხვ.
  თანამედროვე ტელეფონიის განვითარების აქტუალური პრობლემებია უახლესი ტიპის საკომუტაციო კვანძებში (კვაზიელექტრონული,ელექტრონული) ელექტრონიკის და გამოთვლითი ოპტიკური  დიაპაზონის სიგნალების კომუტაცია და გადაცემა.  

Wednesday, April 6, 2011

ბიბლიოგრაფია

1)The Birth of the Telephone  [electronic resource]  (გამოცემის თარიღი - 2003)
by Thomas A. Watson
2)The Boy Inventors' Radio Telephone [electronic resource] (გამოცემის თარიღი - 2004)
by Richard Bonner
3)Masters of Space Morse, Thompson, Bell, Marconi, Carty [electronic resource] (გამოცემის თარიღი - 2004)
by Walter Kellogg Towers
4)The History of the Telephone [electronic resource] (გამოცემის თარიღი - 1997)
 by Herbert Newton Casson
5)Transcontinental Telephone Address to Thomas A. Edison[electronic resource] (გამოცემის თარიღი - 2003)
by Miller Reese Hutchinson
6) "Avtomaticheskie cictemi kommutacii" avtor; o.h. ivanovoi. (გამოცემის თარიღი - 1978)
7)გაიგე რა როგორ მუშაობს!  (გამოცემის თარიღი 2011)
8)ქართული საბჭოთა ენციკლოპედია  ( გამოცემის თარიღი - 1965 )
9) http://smslanguage.over-blog.com/  
10) Cambridge Journals

ალექსანდრე გრეჰემ ბელი-ტელეფონის გამომგონებელი


ალექსანდრე გრეჰემ ბელი
(1847 – 1922)

გამოჩენილი მეცნიერი, ინჟინერი და გამომგონებელი. სწორედ მას მიეწერება პირველი ტელეფონის გამოგონება..
Scratchboard_Alexander_Graham_Bell
“ადამიანი, როგორც წესი ისაა, თუ რას შექმნის საკუთარი თავისგან. განსაკუთრებული არავინ იბადება.”
3
174080_0b7615b063
“რაში მდგომარეობს ეს ძალა არვიცი; რაც ვიცი, სულ ისაა, რომ ის არსებობს და მხოლოდ მაშინაა ხელმისაწვდომი, როცა კაცის გონების მდგომარეობა იმ ფაზაშია, როცა იცის რა უნდა სრული სიმტკიცე აქვს საქმე არ მიატოვოს, სანამ არ მორჩება”
agbellwatson
“ზოგჯერ ისე დიდხანს ვუყურებთ კარებს, რომელიც იხურება, რომ ძალიან გვიანღა ვამჩნევთ სხვა გაღებულ კარებს”
1milestone_1876
“დიდი აღმოჩენები და გაუმჯობესებები, უცვლელად მოიცავს დიდი გონებების თანამშრომლობას. მე შეიძლება დამაჯილდოვეს ბილიკის გაკვალვისთვის, მაგრამ როცა საბოლოო განვითარებას ვუყურებ, ვფიქრობ რომ ეს მიღწევა უფრო სხვებისაა ვიდრე ჩემი”
selfridge-alexander-graham-bell
“დიდი აღმოჩენები და წინსვლები მხოლოდ ერთი გონების ნაყოფი არ არის.”
telephone4
“მთელი შენი ფიქრების კონცენტრაცია მოცემულ სამუშაოზე. მიმართე; მზის სხივები იქამდე არ დაწვავენ საგანს, ვიდრე ფოკუსი ბოლომდე არ გასწორდება”
Alexander-Graham-Bell2
v2004-04
“ის ერი, რომელიც ჰაერის კონტროლს უზრუნველყოფს, საბოლოოდ მსოფლიოს გააკონტროლებს”
Alexander_Graham_Bell_and_family
“ამერიკა გამომგონებლების ქვეყანაა და ყველაზე დიდი გამომგონებლები ჟურნალისტები არიან”
Graham A Bell
“დიდი აღმოჩენები და წინსვლები მხოლოდ ერთი გონების ნაყოფი არ არის.”
წარმომავლობა: ალექსანდრე ბელი დაიბადა 1847 წლის 3 მარტს შოტლანდიაში, ედინბურგში.
მამამისი პროფესორი ალექსანდრე მელვილ ბელი იყო. მას ორი ძმა ჰყავდა და ორივე მათგანი ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით.
მისი პირველი სახელი “ალექსანდრე” იყო, მაგრამ 10 წლის ასაკში მამას სთხოვა რომ მისთვის მეორე სახელი (როგორც მისი 2 ძმისთვის) “გრეჰემი” მიეცა, რაზეც თანხმობა მიიღო. თუმც ახლო ნათესავები და მშობლები მას “ალეკს” ეძახდნენ მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში.
პირველი გამოგონება: ჯერ კიდევ ბავშვობაში ალექსანდრე ბელი დიდ ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებდა; ის აქუჩებდა ბოტანიკურ ნიმუშებს და სხვადასხვა ექსპერიმენტებს ატარებდა. მან 12 წლის ასაკში საკუთარი ხელით შექმნა ხელსაწყო (რომელიც მბრუნავი პედლებისგან და ფრჩხილების ჯაგრისისგან იყო აწყობილი) რომელიც წისქვილში ხორბლის ადვილად გამორჩევას (გამომარცვლას) შეუწყობდა ხელს.
ბელმა ბავშობიდანვე დიდი ნიჭი გამოიჩინა ხელოვნებაში, პოეზიაში და მუსიკაში. მან თავისით, ყოველგვარი მუსიკალური განათლების გარეშე, ისწავლა პიანინოზე დაკვრა და ოჯახის პიანისტი გახდა. ბელი დიდად განიცდიდა დედის სიყრუეს (დედამისი თანდანობით დაყრუვდა როცა ალექსანდრე 12 წლის იყო). მან შეისწავლა ნიშნების ენა რათა დედასთან უკეთ ურთიერთობა შესძლებოდა. ბელმა ასევე განავითარა თავისებური ტექნიკა: ის ნათელი, შეცვლილი ხმის ტემბრით ლაპარაკობდა დედის შუბლთან ახლოს, რიდ შედეგადაც ქალბატონ ბელს შეეძლო შვილის ხმა გაეგონა.
ორატორთა ოჯახიდან: ბელის ოჯახს ყოველთვის კავშირი ჰქონდა ორატორობის ხელოვნებასთან. მისი ბაბუა, ბიძა და მამა ორატორისტები იყვნენ. ბელის მამამ რამდენიმე ნაშრომი გამოსცა ორატორობის ხელოვნებაზე, მათ შორის დღესაც საკმაოდ ცნობილი “The Standard Elocutionist”. ეს ნაშრომი 168 ბრიტანულმა გამოცემამ გამოუშვა და მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი 250 000 ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.
განათლება: ალექსანდრე, თავიდან მისი ძმების მსგავსად სასკოლო განათლებას სახლში იღებდა. თუმცა ის მალევე შეიყვანეს ედინბურგის უმაღლეს სამეფო სკოლაში, რომელშიც მან მხოლოდ 4 წელი ისწავლა და 15 წლის ასაკში დატოვა ის. მისი სასკოლო ჩანაწერები ძალზედ ჩვეულებრივი იყო, გამოირჩეოდა რა ხშირი გაცდენებითა და უღიმღამო ნიშნებით. მისი ძირითადი ინტერესი მეცნიერება იყო, განსაკუთრებით ბიოლოგია. სხვა საგნებს კი გულგრილად ეკიდებოდა მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა.
სკოლის დატოვების შემდეგ ახალგაზრდა ბელი ლონდონში გაემგზავრა ბაბუასთან საცხოვრებლად. მან ბაბუასთან ერთი წელი გაატარა. მასთან საუბრებში და დისკუსიებში ბევრი რამ გაიგო და სწავლის სიყვარულიც დაებადა.
16 წლის ბელმა “მოსწავლე-მასწავლებლის” თანამდებობა მიიღო უისტონის აკადემიაში, შოტლანდიაში. ის მიღებული იქნა როგორც მოსწავლე (ბერძნული და ლათინური ენების შესასწავლად), ისე მასწავლებელი – ის თვითონაც ატარებდა გაკვეთილებს და ხელფასად 10 ფუნტს იღებდა.
შემდეგ წელს, მან ედინბურგის უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც მის უფროს ძმას მელვილს შეუერთდა.
ოჯახის ტრაგედია: 1865 წელს, როდესაც ბელის ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, თვითონ ბელი დარჩა ასისტენტად და თავისუფალ დროს ბგერაზე ექსპერიმენტებს უთმობდა. მან ტელეგრაფის ხაზიც გაიყვანა რომელიც მის ოთახს და სომერსეტის კოლეჯში მცხოვრებ მეგობარს აკავშირებდა.
მაგრამ, ალექსანდრეს ჯანმრთელობა თანდათანობით უარესდებოდა, ბევრი მუშაობის და გადაღლილობის გამო. მასაც ისეთივე სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა როგორც მის ძმებს. მალევე ოჯახის კრიზისიც დაიწყო: ჯერ მისი უმცროსი ძმა (ედვარდი) გარდაიცვალა 1867 წელს ტუბერკულოზით და 1870 წელს უფროსი ძმა მელვილიც იმავე ავადმყოფობას შეეწირა. და ამასობაში მამის, დიდი ალექსანდრე ბელის, ჯანმრთელობაც უარესდებოდა.
კანადა: 1870 წელს, ბელების ოჯახმა (მათ შორის ალექსანდრეს ძმის(მელვილის) ქვრივმაც) ინგლისი დატოვა და კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. ოჯახმა ონტარიოში საკუთარი რანჩო შეიძინა. 23 წლის ალექსანდრემ საკუთარი სახელოსნო მოაწყო და ბგერაზე ექსპერიმენტები განაგრძო. მის სუსტ ჯანმრთელობას იქაური კლიმატი მოუხდა. მან პიანინო შექმნა რომელსაც ელექტროენერგიის საშუალებით შეეძლო შორ მანძილზეც კი გადაეცა ბგერა, ხმა. მან ასევე შეისწავლა მოჰავკების (ინდიელთა ტომის) ენა და თარგმნა (ეს თარგმანი არ იყო წერილობითი, არამედ ის იყო შესრულებული “ნიშნების ენაზე”). ამ დამსახურებისთვის, მოჰავკების ტომმა მას საპატიო ბელადის წოდება მიანიჭა. ბელმა ამ ცერემონიაში (რომელშიც ტრადიციული ცეკვებიც შედიოდა) მოჰავკების ტანისამოსში გამოწყობილმა მიიღო მონაწილეობა.
ტელეფონის გამოგონება: 1874 წლისთვის, ბელის დაწყებული მუშაობა ჰარმონიულ ტელეგრაფზე მთავარ ფაზაში იყო შესული. ის მის ახალ ბოსტონის ლაბორატორიაში და ასევე კანადაში (მის სახლში მოწყობილ სახელოსნოში) წარმატებით ახორციელებდა ცდებს.
1875 წლის მარტში, ბელი ცნობილ მეცნიერ ჯოუზეფ ჰენრის ესტუმრა და სთხოვა რჩევა მიეცა მრავალ_მავთულიან ელექტრო აპარატთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც ბელი ტელეგრაფით ადამიანის ხმის გადაცემას იმედოვნებდა. ჰენრიმ უთხრა რომ მას თავად შეეძლო ამ საკითხის გადაწყვეტა. ალექსადრემ უპასუხა რომ მას საკმარისი ცოდნა აკლდა ამისათვის. “მაშინ შეიძინე ეს ცოდნა” კვლავ უპასუხა ცნობილმა მეცნიერმა. ამ ნათქვამმა ბელი გაამხნევა რომ არ გაჩერებულიყო და ცდები გაეგრძელებინა.
მიუხედავად იმისა, რომ ბელს საკმარისი ფინანსები არ ჰქონდა ცდებისათვის. მაგრამ მან მალევე მოახერხა დაფინანსების მიღება და ასისტენტად გამოცდილი ინჟინერი- მექანიკოსი ტომას უოტსონი აიყვანა. ისინი აკუსტიკურ ტელეგრაფზე ატარებდნენ ცდებს. 1875 წლის 2 ივნისს, უოტსონმა შემთხვევით ერთ-ერთი მავთული გამოსწია და ხაზის მეორე ბოლოში მყოფმა ბელმა ბგერები გაიგონა; ბგერები რომლებიც საჭირო იყო საუბრის, ხმის გადასაცემად. ამან ბელს დაანახა, რომ ბგერის გადასაცემად, რამდენიმე კი არა, არამედ ერთი მავთულიც საკმარისი იქნებოდა. სწორედ ამას მოჰყვა ტელეფონის შექმნა.
ბელს პრობლემები შეექმნა ტელეფონზე პატენტის მიღებისას. მას იდეების მოპარვას აბრალებდნენ. თუმცა საბოლოოდ სწორედ მას დაუმტკიცეს ეს პატენტი და დღეს ტელეფონის გამოგონება სწორედ ალექსანდრე გრეჰემ ბელს მიეწერება.
პირველი სიტყვები: პირველი სიტყვები რომელიც ტელეფონით ითქვა, ეკუთვნის თავად ბელს. ის და მისი ასისტენტი სხვადასხვა ოთახში იყვნენ და ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ერთ-ერთი ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა და სატელეფონო ხაზზე ბელმა წარმოთქვა, შემდგომში უკვე ყველასთვის ცნობილი სიტყვები: “მისტერ უოტსონ, მოდით აქ, თქვენი ნახვა მსურს”
პერსონალური ცხოვრება: ბელი, მისი საკუთარი სატელეფონო კომპანიის შექმიდან რამდენიმე დღეში, 1877 წლის 11 ივლისს დაქორწინდა 19 წლის მაბელ ჰაბარდზე. მაბელი ახალგაზრდობაში დაყრუვებულიყო წითელას გამო. ის ბელის ერთ-ერთი მოსწავლე იყო, როდესაც ის სმენა-დაქვეითებულებთან მუშაობდა და ასწავლიდა. მათ 4 შვილი, 2 ქალიშვილი (ელსი და მარიანი) და ორი ბიჭი (ედვარდი და რობერტი) შეეძინათ.
ჯილდოები და მემკვიდრეობა:
ბელმა უამრავი ჯილდო და წოდება (სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგაც) მიიღო. მას ისე ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან (რათა მისთვის საპატიო წოდება მიენიჭებინათ), რომ ეს უკვე დამღლელიც კი გახდა მისთვის. 1997 წელს, ბელის დაბადების 150 წლის თავი, შოტლანდიის ბანკმა ბელის გამოსახულებიანი 1 ფუნტიანი ბანკნოტების გამოშვებით აღნიშნა.
ბელის სახელი აქვს მინიჭებული სხვადასხვა ქუჩებს თუ ადგილებს მთელს მსოფლიოში. 2002 წელს “BBC” –ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ცნობილი მეცნიერი 57-ე ადგილზე გავიდა 100 უდიდეს ბრიტანელს შორის. ის ასევე შესულია 10 უდიდეს კანადელს და 100 უდიდეს ამერიკელთა სიაში.
და, ასევე, მას ძეგლი დაუდგეს ქალაქ ონტარიოში .
ტრივია ბელი 1922 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა დიაბეტით. მისი დაკრძალვის პროცესიის დროს “ყველა ტელეფონი, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, დადუმებულ იქნა იმ კაცის საპატივსაცემოდ რომელმაც კაცობრიობას შორი მანძილიდან კომუნიკაციის საშუალება მისცა”.