Wednesday, March 30, 2011

ტელეფონის შექმნის ისტორია

შორ მანძილზე კონტაქტისა და ინფორმაციის გადაცემის იდეა დიდი ხნის წინაც აწუხებდათ ადამიანებს-ჯერ კიდევ ძველ დროს,საუკუნეების წინ ცეცხლის კვამლი და სიმაღლეებზე დანთებული კოცონი აძლევდათ მათ საშუალებას სწრაფად გადაეცათ მოახლოებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია.
   ხმოვანი იnფორმაციის შორ მანძილზე გადაცემის პრობლემაზე ადრეული ასაკიდან დაიწყო ფიქრი ალექსანდრე ბელიმ. მამამისი უნივერსიტეტში მუSაობდა ინსტრუქტორად და მან შექმნა ზეპირსიტყვაობის ვიზუალურად სწავლების მეTოდი,რისი წყალობითაც ნებისმიერს შეეძლო Sეესწავლა სწორად წარმოეტქვა სიტყვები უცხოური ენის არცოდნის სემთხვევასიც კი.მომავალი გამომგონებლის დედას ნაადრევად დააკლდა ყურს,რამაც მას კიდევ ერტი სტიმული მისცა ექსპერიმენტები ჩაეტარებინა ხმების გადაცემის სფეროში.


 ტელეფონის სექმნის იდეა ბელს გაუჩნდა იმის წყალობით რომ მან ცუდათ იცოდა ფიზიკა და ძალიან ცუდათ ესმოდა გერმანული ენა.მან ტელეფონი შექმნა 1875 წელს.მას შემდეგ ტელეფონმა მრავალჯერ განიცადა ევოლუცია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება... 



1962 წელს ბელლ- ისა და  ნასა- ს ერთობლივი ძალისხმევის წყალობით კოსმოსში იქნა გაშვებული პირველი ხელოვნური დამაკავშირებელი სატელიტი. გაცნდა სატელიტური კავშირი. 10 წელზე მეტხანს მოუნდა კაცობრიობა რომ შეექმნა ამ კავშირისტვის შესაბამისი აპარატი და მხოლოდ 1973 წელს ეს შეძლო კომპანია მოტოროლამ,პირველი მობილური აპარატი გავდა აგურს_სიმაღლე 25 სმ. და წონა დაახლოებით 1 კგ. თუმცა უნდა აღინოშნოს რომ სწორედ ამ “აგურის” წყალობით გახდა შესაძლებელი ხმოვანი ინფორმაციის შორ მანძილზე გადაცემა.



<<< ტელეფონის აპარატის ევოლუციური განვითარება ამგვარად გამოიყურება. მე როგორც უკვე აღვნიშნე ტელეფონის ევოლუციური განვითარება დღესაც გრძელდება და თანამედროვე ტელეფონი წლიდან წლამდე მჩატდება და საერთოდაც აღარ გვანან აგურს.






      

სტატისტიკა

 21-ე საუკუნეს "ინფორმაციის საუკუნეს" უწოდებენ, დღეს ადამიანები გამუდმებით ცვლიან ინფორმაციას სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით, მათ შორის კი ტელეფონი ყველაზე მარტივი, კონფორტული და მობილური საშუაlებაა, ის შესაძლებლობას გვაძლევს თავისი მოხერხებული აპარატურის წყალობით, რომ მუდამ თან ვატაროთ და აქტიურად მივიღოთ სასურველი ინფორმაცია,სასურველ დროს. სწორედ ამიტომაა, რომ თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობა ტელეფონს ფლობს და მუდამ თან ატარებს, რადგან მას ინფორმაციის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
 მობილურ ტელეფონს იყენებენ მოხუცებიც და ბავშვებიც, მას იყენებენ უდიდეს ქალაქებში და სოფლებშიც კი. სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებენ იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტელეფონს ადამიანთა ცხოვრებაში, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მობილურის ყველაზე აქტიური მომხმარებლები ახალგაზრდები არიან 
მობილურ ტელეფონს იყენებს 1.600. 000. 000 ახალგაზრდა.
ყოველწლიურად ისინი მობილურ კავშირში ხარჯავენ 330.000.000.000 დოლარს, რაც 12-ჯერ მეტია, ვიდრე მთელს მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული თანხა.
ბოლო ორ წელიწადში ევროპაში მობილურის მომხმარებელთა რიცხვი 11 მილიონით გაიზრდება, ხოლო მთელი მსოფლიოს მასშტაბით 270 მილიონით.


ყველაფერს და მათ შორის რათქმაუნდა ტელეფონსაც, აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები.ძალიან კარგია და მისასალმებელია ის ფაქტი რომ ტელეფონი საშუალებას გვაძლევს უსწრაფესად გავცვალოტ ინფორმაცია სასურველ მომენტში, მაგრამ აქ არის მეორე მხარეც,ტექნოლოგიის განვითარება ხელს უშლის პირად ურთიერთობებს,ადამიანებს ტელეფონით ურთიერთობის შემდეგ თითქოს აღარ აქვთ პირადი ურთიერთობის სურვილიც კი, ამიტომ გაცივდა ადამიანთა ურთიერთობა, ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია.